რეზონანსი
17.05.2026

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა სტეფანო ახოკემ საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს მოცემულობა ქართულ ოპოზიციას დაეხმარა, ამავე დროს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის დამსახურება არ არის, ეს უფრო საფრანგეთის მცდელობაა.

„საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო, შედეგად საფრანგეთში მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადეს.

ეს რეზოლუცია თანხვედრაშია ევროკავშირის ძირითად მიმართულებასთან, რომელი გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში მეტ აქტიურობას, ბრიუსელი საკუთარ თავს ნორმატიულ ძალას უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას სურს ძალაუფლების მიღება საკუთარი წესების თავსმოხვევით, ამას ეწოდება ეგრეთწოდებული ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, ევროპა ცდილობს, საზოგადოებრივი მოწყობის საკუთარი წესრიგი მოგახვიოს თავს, ამის მიღწევას კი ევროკავშირი პოლიტიკური ზეწოლითა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ცდილობს", - აღნიშნა სტეფანო ახოკემ.

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ევროპული ბიუროკრატიის ნაწილისთვის თითქმის პოლიტიკური მისია.

„საქართველო კვლავ ერთგულია ევროპული გზის, მაგრამ საქართველო ამავე დროს უფრო და უფრო met ინვესტიციას დებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა სწორედ ევროკავშირის დამოკიდებულების მიზეზით მოუწია, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ადრე თუ გვიან ევროკავშირის მეთაურობას მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან მეტი თანამშრომლობა და რამდენიმე თვეში იხილავთ ევროკავშირის მხრიდან ვითარების განმუხტვის სურვილს და ურთიერთობების გადატვირთვას, ეს შეიძლება ღიად არ განაცხადონ, მაგრამ ეს იქნება შედეგი", - განმარტა სტეფანო ახოკემ.

საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×