რეზონანსი
17.05.2026

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რუსულ სამხედრო სამიზნე დაარტყა, მათ შორის დაღესტანში პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო გემს , - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 16-17 მაისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალებმა 186 საცეცხლე დარტყმა განახორციელეს მტრის 46 სამხედრო სამიზნისა და ობიექტის წინააღმდეგ, როგორც თავად რუსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.

დარტყმა განხორციელდა დაღესტნის სოფელ კასპიისკში პროექტ 10410-ის სასაზღვრო საპატრულო გემზე, ასევე ლუგანსკის ოლქის ზახიდნეს დასახლებაში Tor-M2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე, ყირიმში - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული საკომუნიკაციო ცენტრზე, დონეცკში, ფედოროვკაში საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული გადამზიდავი მატარებელი განადგურა, შახტარსკში - რუსული ქვედანაყოფის სამეთაურო პუნქტი, პოკროვსკში - 51-ე არმიის მე-9 ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, სელიდოვეში განადგურდა დრონების მართვის ცენტრი და მატერიალურ-ტექნიკურიც საშუალებების საწყობი, ხოლო ბუნგაში სამეთაურო პუნქტი. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში დარტყმა განხორციელდა პორტის ამწეებსა და სატელეკომუნიკაციო კოშკებზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×