რეზონანსი
17.05.2026

თბილისში 39 წლის რომან ხაანჩალოვის უკვე მეშვიდე დღეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცთან ბოლო კონტაქტი 11 მაისს შედგა, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ახლობლების თქმით, გაუჩინარების საღამოს ხაანჩალოვი მეგობართან ერთად ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ დაწესებულების დატოვების შემდეგ მამაკაცი სანაპიროს მიმართულებით ფეხით გადაადგილდება. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ამ მონაკვეთის შემდეგ იკარგება მისი კვალი.

რომან ხაანჩალოვის ახლობლები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, გამოძიება საქმეს ზედაპირულად ეკიდება და სათანადო რეაგირება არ ხდება. ოჯახი გამოძიების უფრო აქტიურ და ეფექტიან მიმდინარეობას ითხოვს.

თანამშრომელთან ერთად ბარში სვამდა. აღარ დავურეკე გვიან. მეორე დილით, 12 მაისს რომ დავუკავშირდი, გათიშული ჰქონდა ტელეფონი და დღემდე გათიშული აქვს ტელეფონი. 11 მაისს ღამის 2-3 საათი იყო, რომ გადაადგილდებოდა, დადიოდა მთვარლი ქუჩაში, სანაპიროზე. როგორც ვნახე კამერებიდან, გზაზე აჩერებდა მანქანებს, არ უჩერებდნენ. იყვნენ მარჯანიშვილზე ბარში. 1 საათზე დაიშალნენ. კონტაქტი, მემგონი... ჩემმა ძმამ დაურეკა და ბოლოს ჰკითხა სად ხარო და ხიდზე ვარო, ასე უთქვამს, მდინარეს ვუყურებ. მეტი ინფორმაცია მჭირდება, არ მაძლევენ. მმეუბნებიან, ვმუშაობთ, მმაშველები მუშაობენო...მაინტერესებს ბოლო ლოკაცია, ვი ურეკავდა. ამას არ მეუბნებიან პოლიციაში, - ამბობს ოჯახის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×