რეზონანსი
17.05.2026

ჩვენ ძმური ერთობით შევიკრიბეთ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ მრევლს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და სიყვარულისთვის.

„განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს რომ სწორედ ამ ერთობის და სისავსით განკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. დღეს თქვენს წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა შიო მესამემ.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×