
"ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ, ჩვენმა მომავალმა თაობებმა გააცნობიერონ რამდენად ღირებულია, რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციები ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, რადგან სწორედ ამ ტრადიციულ ღირებულებებზე აღზრდილმა თაობებმა მოგვიტანა ის სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაატა სალია აღნიშნავს, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა და ამ დღეს ქართველი ხალხი არის ერთიანი.
"ვულოცაც ქართველ ხალხს დღევანდელ დღესასწაულს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც დააწესა ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, წლების წინ. ვხედავთ, რომ ეს დღე უკვე იქცა ეროვნულ დღესასწაულად, ვხედავთ რამდენი ადამიანია გამოსული.
გულწრფელი და გულითადი მადლობა პატრიარქს იმისთვის, რომ მან მოხერხა და გაერთიანებია ჩვენი ერი. დღესაც ვხედავთ მისი ღვაწლის შედეგებს. დღესაც ქართველი ხალხი არის ერთიანი ამ დღეს.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ, ჩვენმა მომავალმა თაობებმა გააცნობიერონ რამდენად ღირებულია, რამდენად მნიშვნელოვანია ტრადიციები ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, რადგან სწორედ ამ ტრადიციულ ღირებულებებზე აღზრდილმა თაობებმა მოგვიტანა ის სახელმწიფო, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია და რა თქმა უნდა, ჩვენმა მომავალმა თაობებმა ეს ტრადიცია უნდა გააგრძელონ.
ძლიერი ოჯახი, მშობლების, თაობებს შორის პატივისცემა სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც წარმოადგენს ჯანსაღი საზოგადოების საფუძველსა და საყრდენს. ვფიქრობ, დღეს ნათლად ხედავ ჩვენი ხალხი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტრადიციები და ღირებულებები ჩვენთვის", - განაცხადა პაატა სალიამ.