რეზონანსი
16.05.2026

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები“ განაცხადა. 

კირცხალიამ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად არ ვართ მარტივ ადგილას, მაგრამ ამავდროულად ვართ ძალიან პერსპექტიულ ადგილას, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი, გავბედოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას გავატარებთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×