რეზონანსი
16.05.2026

არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მონაპოვარია და არა საჩუქარი.

„არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, ტექსტი გვაქვს შეთანხმებული. 2014 წელი იყო, როცა ჩვენმა პრემიერმა მოაწერა ხელი ასოცირების ხელშერულებას, ვიზალიბერალიზაცია მონაპოვარია და არ არის საჩუქარი, ვიზალიბერალიზაცია ის არ არის, რითიც უნდა გვემუქრებოდეს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ევროკავშირია", - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული გზა არავის აურჩევია ბრიუსელში, ეს არის ის გზა, რომელიც ძალიან დიდი ხანის წინ ცივილიზაციურად აირჩია საქარველოს მოსახლეობამ.

„საქართველოს ევროპული გზა არავის აურჩევია ბრიუსელში, ეს არის ის გზა, რომელიც ძალიან დიდი ხანის წინ ცივილიზაციურად აირჩია საქარველოს მოსახლეობამ და ამ გზას ჩვენ არავინ გადაგვახვევინებს. დღეს ნათლად ვხედავთ, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი და არ უნდა იყოს არავის ხელში მარიონეტად გამოყენებული. ის დაპირისპირება, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირს შორის არის, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საქართველო არ გახდა ვასალი", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×