რეზონანსი
16.05.2026

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

აღნიშნულის თაობაზე მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისთვის და საქართველოს

სიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რასაც ეს უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში",- განაცხადა ნიკა კაციამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×