რეზონანსი
16.05.2026

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში გადავარდნილი ადამიანი იპოვეს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკისაა. როგორც ირკვევა, ცხედარი ხულოსა და შუახევის საზღვრისპირა სოფლის ტერიტორიაზე იპოვეს. 

"აჭარა თაიმსთან" საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევამდე ახალგაზრდები ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. მათი ინფორმაციით, ფიზიკური კონფლიქტის შედეგად რამდენიმე პირი ნაცემია.

ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდა სახლში დაბრუნების დროს ხრამში გადავარდა, ხოლო მეორე ვერსიით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ხრამში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: აჭარა თაიმსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×