რეზონანსი
16.05.2026

„სევდიანია, რომ მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარეშე გვიწევს პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა, მაგრამ მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ახალი პატრიარქი“, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ელის დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან, რომლებიც ახალ პატრიარქ, შიო მესამესთან ერთად საზეიმო ლიტურგიას აღავლენენ.

„ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ზოგადად ადამიანის და, განსაკუთრებულად, ქართველი, ქრისტიანი მართლმადიდებლის. შესაბამისად, ეს დღე საზეიმო ხასიათით შეიქმნა მას შემდეგ, რაც ილია მეორემ ის დააარსა.

სევდიანია, რომ მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარეშე გვიწევს პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა, მაგრამ მეორე მხრივ, სასიხარულოა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ახალი პატრიარქი, ტრადიცია გრძელდება ახალი პატრიარქის მიერაც. მნიშვნელოვანია ხაზგასმა ერთი ფაქტორის, რომ ჩვენ ველოდებით დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან, რომლებიც უკვე პირველად, ახალ პატრიარქთან ერთად, აღავლენენ საზეიმო ლიტურგიას“, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×