რეზონანსი
15.05.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

როგორც მან განაცხადა, დანიის ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

"ბოლო პერიოდში, დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ, რომ ჭკუა დაგვარიგონ და მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. შესაბამისად, უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს, და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება," - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, შედეგად, არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×