რეზონანსი
15.05.2026

მთავრობამ მარტვილის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი „კურზუ ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია მოიწონა.

განკარგულების მიხედვით, პროექტის განმახორციელებელ შპს „კურზუ ჰესი 2025“-ს ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადების) განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა, მთავრობამ კი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის დასადები ხელშეკრულება მოიწონა.

ამასთანავე, დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „კურზუ ჰესი 2025“-თან ხელშეკრულების დადება უნდა უზრუნველყოს.

როგორი იქნება ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე და გამომუშავება

რაც შეეხება თავად პროექტს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, „კურზუ ჰესის“ დადგმული სიმძლავრეა 0,625 მგვტ, რაც წელიწადში დაახლოებით 3.3 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგიის დამატებით წარმოებას გულისხმობს.

პროექტში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 893 000 დოლარს შეადგენს. „კურზუ ჰესი“ ამჟამად განვითარების პირველ ეტაპზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×