რეზონანსი
15.05.2026

პოლონეთისთვის, რომელიც ევროპაში აშშ-ის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში 4 000 ამერიკელი სამხედროს დაგეგმილი განლაგების გაუქმების შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.

ახლა პოლონეთის მთავრობა საპასუხო ზომების სასწრაფოდ მიღებას ცდილობს და, ამავდროულად, ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.

პოლონურ-ამერიკული ალიანსი „მყარი და ხანგრძლივია“ - განაცხადა პარასკევს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. - „პოლონეთი კვლავ რჩება ამერიკის ყველაზე სტაბილურ მოკავშირედ ევროპაში“.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ ხუთშაბათს საღამოს ტელეარხ TVN24-ს განუცხადა: „ჩვენ მივიღეთ გარანტია იმისა, რომ ამერიკელები პოლონეთში აშშ-ის წარმომადგენლობის სისტემატურ შემცირებას არ გეგმავენ“.

„ბუნდოვანი დარჩა, თუ რატომ გააუქმა ჰეგსეტმა საბრძოლო ჯგუფის განლაგება - გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც ქვედანაყოფმა ევროპაში გასამგზავრებლად მზადება უკვე დაიწყო. პენტაგონის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯოელ ვალდესმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არ ყოფილა მოულოდნელი, ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×