რეზონანსი
15.05.2026

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება და ინსტიტუციას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია.

„ევროპარლამენტში ხშირია ხაზგასმა პლურალიზმზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიაზე. თუმცა, ეს რიტორიკა ფუჭია, რადგან გამოხატვის თავისუფლება ამ დაწესებულებაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც ერთსა და იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც ნათლად გამოჩნდა თავისუფალი ქართული მედიასაშუალებების დაბლოკვით. უფსკრული ევროკავშირის მისწრაფებებსა და რეალობას შორის კვლავ დიდია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მედია-საშუალებები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“, - განუცხადა მან „ქრონიკას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×