რეზონანსი
15.05.2026

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ „სამ­გორ­ში“ 30 წლამ­დე ასა­კის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და შე­უძ­ლოდ, ად­გილ­ზე მო­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფიც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნას თან ახ­ლდნენ მე­გობ­რე­ბი და ამ­ბობ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

„შე­ვეს­წა­რი და ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ აზ­რზე... მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში უეც­რად ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან და და­ე­ცა, „სამ­გო­რის“ მეტ­როს სად­გურ­ზე რა არ უკე­თეს, ერთ სა­ათ­ზე მეტი სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი მისი გუ­ლის ასა­მუ­შა­ვებ­ლად ბო­ლომ­დე იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, გული გა­უ­ჩერ­და საბ­რა­ლოს. ყვე­ლა პულ­სის შკა­ლას ვუ­ყუ­რებ­დით მო­ნი­ტორ­ზე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, ზოგი ლო­ცუ­ლობ­და, ზოგი ტი­რო­და, არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, წა­მი­ე­რად გარ­და­იც­ვა­ლა სა­წყა­ლი. მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ახ­ლდნენ თან. მათ თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ი­კე­თა კუ­ჭის ოპე­რა­ცი­აო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო“, - ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×