რეზონანსი
14.05.2026

ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში გახარიას პარტიის მიღებაზე გააკეთა განცხადება.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ  „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ, შესაბამისად, დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ რასაც გვარამიას განცხადებები და "გახარიების" გააქტიურებაც ადასტურებს.

“გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება, აძლევს სიტყვას…” - ეს ნიღაბიც ჩამოუვარდათ… 

-  რეალურად, ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგებიან. სწორდიზე! ცალ ფეხზე! 

-  ეს  „ახალი ერთობა“ სინამდვილეში იმ ძალების შეკრებაა, რომლებიც წლებია საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო პოლიტიკური ცენტრების სურვილებს აყენებენ. სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, ერთს დიდი ბრიტანეთი კვებავს მეორეს გერმანია, როლიც თითქოს სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი იყო - სუსტი, არეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო.

-  გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც სწორედ ამ საერთო სცენარის ნაწილია. როდესაც ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება, ისინი ისევ დაძაბულობას, შუღლსა და პოლიტიკური ქაოსის შექმნას ცდილობენ,," - წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×