
„ოპოზიციური ალიანსის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", მათ გაერთიანებაში უნდა მიიღონ.
მისი თქმით, ალიანსის ლოგოზე ცარიელი კვადრატიც დატოვა გახარიას პარტიის ლოგოსთვის.
„ძალით ხომ ვერ ვაიძულებ მაგალითად, „ლელოს", რომ შევიდეს? მაგალითად, გახარიას, რომ შემოვიდეს? მიუხედავად იმისა, რომ მგონია, უმძიმესი შეცდომა იყო 2025 და კიდევ უფრო უმძიმესი პარლამენტში დაბრუნება გახარიასი, მიუხედავად ამისა, მე აბსოლუტურად ღიად ვამბობ და ლოგოზეც ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი - რომ აქ [ალიანსში] უნდა მივიღოთ ეს ხალხი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.