რეზონანსი
14.05.2026

პრეზიდენტი ტრამპი და მე შევთანხმდით ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობაზე. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

მის განცხადებას ჩინეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მაო ნინგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“პრეზიდენტი ტრამპი და მე შევთანხმდით სტრატეგიული სტაბილურობის მქონე ჩინეთ-აშშ-ის კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობის, კეთილდღეობისა და პროგრესის მოტანას.

ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები ეხება ორივე ქვეყნის 1.7 მილიარდზე მეტი ადამიანის კეთილდღეობას და გავლენას ახდენს მსოფლიოს 8 მილიარდზე მეტი ადამიანის ინტერესებზე. ორივე მხარეს უნდა აიღოს ეს ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების გიგანტური გემი სტაბილურად და სწორი მიმართულებით წარმართონ,” - განაცხადა სი ძინპინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×