რეზონანსი
14.05.2026

რომელ დამოუკიდებელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ?! ხელისუფალი გამოდის და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს ჩააბარებს მეორე ქვეყანას და თურმე, მერე ამით შევა ევროკავშირში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას ხელისუფლებაზე საუბრისას.

მან რუმინეთთან შეერთების თაობაზე მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადება გაიხსენა. მაჭარაშვილის თქმით, მოლდოვას ხელისუფლება „დიფ სთეითის მიერაა მართული, რადგან განაცხადა, რომ სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას დაუთმობს.

„ახლა მე ველოდები ჩვენს ე.წ. არასამთავრობო სექტორის, მათ შორის რადიკალური ვითომ, პარტიების ხელმძღვანელებს, აბა, ხომ არ შესთავაზებენ ისინიც ანალოგიურს. ანუ, ხომ გვეუბნებოდნენ, რომ მოლდოვის მაგალითს გავყვეთ და ჩვენც გავყვეთ მოლდოვის მაგალითს?! იქნებ, შემოგვთავაზონ რომელიმე ევროპულ ქვეყანას ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი და ამით შემდეგ ნატოს და ევროკავშირის წევრებიც გავხდებით.

ევროკავშირის ელჩსაც შემიძლია მივმართო შეკითხვით, რასაც გვეუბნებოდა, რომ დაადექით მოლდოვის გზას. ეს არის საქართველოს გზა მათ შორის, რომ რომელიმე ქვეყანას ჩავაბაროთ ჩვენი სუვერენიტეტი და შემდეგ ამით გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამაზეა საუბარი და ამის იქეთ რაზე ვისაუბროთ საერთოდ?! მოლდოვის ხელისუფლების რომელ ღირებულებებზეა საუბარი. „თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითიდანაა“ მართული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს თავისი გზა არჩეული აქვს და ამას უნდა მივყვეთ. ეს არის სიმართლის გზა და იგი აუცილებლად შეგვანარჩუნებინებს სუვერენიტეტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×