რეზონანსი
14.05.2026

ახლა კარდაკარი დაგვიანებულია, რადგან მათმა ამომრჩეველმაც დაინახა, რომ რადიკალურ ძალებს არანაირი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარდაკარ სიარული და ამომრჩეველთან შეხვედრა ოპოზიციისთვის დაგვიანებულია.

„კარდაკარი დაგვიანებულია. როცა მათ კარდაკარი სჭირდებოდათ, ეს საპარლამენტო არჩევნები იყო. ისინი ხალხს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ევროინსტიტუციების დერეფნებში დარბოდნენ და იქაურ პატრონებს უთანხმებდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ახლა კარდაკარი დაგვიანებულია, რადგან მათმა ამომრჩეველმაც დაინახა, რომ რადიკალურ ძალებს არანაირი შანსი არ აქვთ. არ აქვთ მხარდაჭერა, რამაც შეიძლება, ამ ქვეყანაში მათი სასარგებლო ცვლილება მოახდინოს. ყველანი დავრწმუნდით, რომ მათ, უცხოელი პატრონების გარდა, მოკავშირე არავინ ჰყავთ, მათ შორის, არც ამომრჩეველი. კარდაკარის დროს ვხედავთ, ხალხს როგორი რეაქციები აქვს – მათ არც ხელს ართმევენ. მათ მიმართ ზოგად დამოკიდებულებას სწორედ უსიამოვნო ექსცესები გამოხატავს. კარდაკარს თავისი შინაარსი მით უფრო იმით აქვს დაკარგული, რომ წვრილ-წვრილი „ნაცი“ დიდი „ნაცმოძრაობის“ ნაწილია და შიგნით დიდი დაპირისპირება აქვთ“, – განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×