
"იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები არიან და იმდენად შიდა კონკურენციას გრძნობენ ერთმანეთისადმი, რომ ყველას უნდა პირველ ოპოზიციონერად წარმოჩნდეს" - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები იმდენად შიდა კონკურენციას გრძნობენ ერთმანეთისადმი, რომ ყველას უნდა პირველ ოპოზიციონერად წარმოჩნდეს.
"იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს გაერთიანება იყო მკვდრადშობილი გაერთიანება. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათმა პატრონებმა უბრძანეს ერთად ყოფილიყვნენ, იმდენად ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები არიან და იმდენად შიდა კონკურენციას გრძნობენ ერთმანეთისადმი, რომ ყველას უნდა რომ პირველ ოპოზიციონერად წარმოჩნდეს, რომ დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. იმაზე უფრო მეტად დაუნდობელი, ვიდრე ჩვენდამი აქვთ. იმიტომ, რომ უნდა დაამკვიდრონ აქაც და თავის პატრონებთანაც, რომ ჩვენ ვართ ძირითადი ძალა. ანუ, ძირითადი დახმარებები და დაფინანსება ჩვენთან უნდა მოდიოდეს. ასეთ პროზაულ ამბავთან გვაქვს საქმე. არ გეგონოთ, რომ რაღაც მაღალ მატერიებზე საუბრობენ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ დაპირისპირებაა. ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი რეალურად საკუთარი პარტიის აქტივობითაა უკმაყოფილო და რადგან არ სურს პარტიის წევრებს საყვედურებით აწყენინოს, ალიანსს აკრიტიკებს. ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის სტატუს გამოეხმაურა. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა "ფეისბუკზე" დაწერა, რომ პოლიტიკა არ კეთდება ნაყიდი ეთერებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე ლიდერებით და "მარიოტის" ოპოზიციით.