რეზონანსი
14.05.2026

ალბათ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელებაა მოლდოვის შემთხვევაც. ევროკავშირი, თითქოს დემოკრატიის აკვანი, მოლდოვას საშუალებას აძლევს, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვა ანტიდემოკრატიული მოქმედებებით გამოირჩევა.

„მოლდოვამ დაახლოებით 12 ადგილობრივი მედიასაშუალება დახურა და კონსტიტუციური ახსნა-განმარტების გარეშე პარტიები გააუქმა. მოლდოვა სწორედ ანტიდემოკრატიული მოქმედებებით გამოირჩევა. სამწუხაროა, რომ კანდიდატი ქვეყანა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. როგორც კანდიდატი ქვეყანა, მედიასტანდარტს უნდა იცავდეს. ალბათ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელებაა მოლდოვის შემთხვევაც. იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იცავდნენ დემოკრატიის პრინციპებსა და მედიათავისუფლებას, ევროკავშირი, თითქოს დემოკრატიის აკვანი, მოლდოვას საშუალებას აძლევს, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღოს. მოლდოვის გადაწყვეტილება დიდი სურათის ნაწილია, რომ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. საერთო მოცემულობის ნაწილია, როცა მათ სურთ, რომ ხალხი დეზინფორმაციაში ჰყავდეთ. ამ სქემაში რომელიმე არხი თუ უშლის ხელს, მაშინ ყველაზე მარტივია, ამ მედიასაშუალებას რუსულის იარლიყი მიაკრან, რომელიც, როგორც ჩანს, ამერიკაში დამუშავებული სტრატეგიაა და ამაზე დონალდ ტრამპიც საუბრობს. ამაზე გამოძიებაც იწყება. იმედია, ევროკავშირისა და მოლდოვის შემთხვევაში მალე ჩამოიხსნება ფარდა და დავინახავთ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გადაწყვეტილება, ეს იყო ცენზურის ყველაზე უხეში ფორმა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა. მოლდოვამ კი ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×