რეზონანსი
14.05.2026

დიდი ხანია, მუქარას ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, თავის ვიწრო წრეში პატარა ბწკენას ცდილობენ მედიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა.

„კონტექსტშია დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ვხედავთ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, ძალიან აფრთხობთ სიმართლე. ესმით, რომ არ მუშაობს პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონები იხარჯებოდა საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების, რომლის მიზანიც არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას დიდი ხანია,  ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, თავის ვიწრო წრეში პატარა ბწკენას ცდილობენ მედიის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×