რეზონანსი
14.05.2026

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და კონკურენტ „ლანსთან“ გასვლით მატჩში მოპოვებული გამარჯვებით (2:0), გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ხვიჩამ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. უსმან დემბელემ გადაცემა ჩაჭრა და ქართველი ვარსკვლავი მეკარესთან პირისპირ დატოვა, კვარაცხელიამ კი შექმნილი შანსით ისარგებლა. საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიემ დააფიქსირა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 33 ტურის შემდეგ 76 ქულა დააგროვა, „ლანსთან“ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (76:67) და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელია.

კვარაცხელიამ ლიგა 1-ში საგოლე მოქმედებების რაოდენობა 12-მდე გაზარდა – 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×