რეზონანსი
13.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა. დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა, სადაც მას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დახვდა.

ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.

მაღალჩინოსნების გარდა, ტრამპის გუნდში შედიან ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის  – ილონ მასკი.

ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პირისპირ შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი 15 მაისამდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×