რეზონანსი
13.05.2026

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა.

„გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×