
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 74 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.