რეზონანსი
11.05.2026

ახალი დეტალები შარტავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე - ირკვევა, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებული 25 წლის მამაკაცი ბავშვობის მეგობარს წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო სისტემატიურად უთვალთვალებდა.

8 მაისს 31 წლის კაცს ბრალდებულმა ჩასაფრება მოუწყო და დანა გულში 2 ჩაარტყა, სახე დაუსერა და ადგილიდან მიიმალა. გზაში დანაშაულის დაფარვის მიზნით კი კუთვნილი მობილური ტელეფონი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - სისხლიანი დანაა მოიშორა.

თავდაპირველად პოლიციამ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა, თუმცა დადგინდა, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 25 წლის კაცმა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს დანაშაული აღიარა, მრავალ ტომიან საქმეში ეს აღიარება დევს, თუმცა დაკავებული ლუკა პაპკიაური ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ხმაურიანი საქმის დეტალებზე არ საუბრობს არც დაკავებულის ადვოკატი.

ერთ-ერთი ვერსიით წინასწარ დაგეგმილი დანაშაულის ჩასადენად პაპკიაურმა მისი მეგობარი წაიყვანა, პოლიციის ფაილების მიხედვით დგინდება რომ ბრალდებულმა ბავშვობის მეგობარი კორპუსის სადარბაზოში დაჭრა, კაცი სისხლისგან იცლებოდა და დახმაებას ითხოვდა. ავტოსადგომზე უმწეო მდგომარეობაში დაგდებულ კაცს კი სახეში ფეხები მეორე ბრალდებულმა ურტყა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×