რეზონანსი
11.05.2026

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა. ზუს­ტად 13:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­წყე­ბულ­მა გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ახა­ლი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერის­კაც­თა წარ­მო­მად­გენ­ლებმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) აირ­ჩი­ეს.

სა­მე­ბი­დან გა­მო­სულ პატ­რი­არქს ეზო­ში უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი ელო­და. ისი­ნი ახა­ლარ­ჩე­ულ კათალიკოსს შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. "გვიყ­ვარ­ხარ პატ­რი­არ­ქო!", ის­მო­და დღეს სა­მე­ბის ეზო­ში.

 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და უამ­რა­ვი ფოტო, ვი­დეო სა­მე­ბის ეზო­დან, მაგ­რამ მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ბერი ან­დრია გე­წა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს თა­ვი­სი და, ლელა მუ­ჯი­რი მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბა.

ლელა მუ­ჯი­რი ხუთი შვი­ლის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ის პატ­რი­არ­ქის ერ­თა­დერ­თი დაა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლავთ. ის ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვას გა­და­ცე­მებს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ ძმა­ზე სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

"ლელა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, თავ­მდაბ­ლო­ბა ამ ოჯა­ხის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია, ამ კად­რე­ბი­თაც მიხ­ვდე­ბით რო­გო­რი მო­წი­წე­ბა აქვს მისი ძმის მი­მართ“ - ამბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: ambebi.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×