რეზონანსი
11.05.2026

ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული, ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი, ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს, აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×