რეზონანსი
11.05.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სლოვაკეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სლოვაკეთში გამართული შეხვედრები ძალიან დატვირთული იქნება.

„საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. მოკლე, თუმცა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იქნება. ჩვენ შეხვედრები გვექნება სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლებაზე. სულ ცოტა ხნის წინ, სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა ამ კუთხით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება. ჩვენც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნის, სლოვაკეთის ეს გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ახსოვს სლოვაკეთის ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ სხვადასხვა რეზოლუციის კუთხით იქნება ეს, თუ სანქციების არ დაშვების კუთხით. შესაბამისად, ეს აქცენტიც ექნება ჩვენს ორმხრივ შეხვედრებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×