
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) განცხადებით, დასახელებული სამი კანდიდატიდან, მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი გახდეს საქართველოს 142-ე პატრიარქი.
„ისტიორიული დღე გვქვს. ეპოქალური მოვლენაა. ვირჩევთ სრულიად კათოლიკოს კათოლიკოს-პატრიარქს. დღეს ვირჩევით კათოლიკოს - პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნა მეუფე ანდრია.
კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა რომელიმე კანდიდატმა ჩახსნას კანდიდატურა - მეუფემ უპასუხა, რომ "არ ჰგონია".
„არა მგონია, რომ ჩახსნას, ეს არის თავისუფალი გამოხატულება თავისუფალი ნებისა", - განაცხადა მაღალმა იერარქმა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.