რეზონანსი
10.05.2026

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის". ამის თაობაზე ვლადიმირ პუტინმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი, და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს," - განაცხადა პუტინმა.

იმავდროულად, პუტინის თქმით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×