რეზონანსი
09.05.2026

დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს.

„სხვაგვარად ეს შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ პოლიტიკური მიკერძოების, ზოგჯერ ბევრი სხვა რამის გამო ამაზე საგნობრივად კი არ მსჯელობენ, არამედ ცდილობენ, რომ ემოციურად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, ეს რა თქმა უნდა არასწორია. იმ დროს დავიწყე ამ საკითხზე თვალის მიდევნება, როცა ფართოდ არ იყო ეს საკითხი გაშუქებული. აუცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×