
„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2026-2035 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება და 20 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.
ამავე კვლევის მიხედვით, მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა მოსალოდნელია შემდეგი მიმართულებით:
ინდუსტრია: +2 ტვტ. სთ;
სხვა ბიზნესები: +1.9 ტვტ.სთ;
ელექტრომობილები: +0.9 ტვტ.სთ;
კონდიციონერები: + 0.2 ტვტ.სთ;
სხვა მოსახლეობა: + 0.6 ტვტ. სთ.
ათ წელში მოსალოდნელია ავტოპარკში ელექტრომობილების წილის ზრდა
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელექტრომობილების ზრდის ტენდენციას. 2025 წელს მათი წილი საქართველოს ავტოპარკში 1.1%-ს შეადგენდა, თუმცა პროგნოზის მიხედვით, 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, კონდიციონერების გავრცელებაც მნიშვნელოვნად მოიმატებს. კერძოდ, იმ ოჯახების წილი, რომლებიც ფლობენ კონდიციონერს, 2025 წლის 21%-დან 2035 წლისთვის 40%-მდე გაიზრდება.
წყარო: bpn.ge