რეზონანსი
09.05.2026

ვულოცავ პეტერ მადიარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, სიმბოლურია, რომ ინაუგურაცია ევროპის დღეს ხდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ პეტერ მადიარს დანიშვნას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უფლებამოსილების დაწყებას. სიმბოლურია, რომ ეს ინაუგურაცია ევროპის დღეს ხდება.

უკრაინა მზად არის თანამშრომლობა გააღრმაოს უნგრეთთან და ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ურთიერთობები ააწყოს, რომლებიც დაფუძნებული იქნება კეთილმეზობლობასა და ჩვენი ხალხის პატივისცემაზე.

ერთად ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ძალა მოვუტანოთ ჩვენს ერებს და მთელი ევროპა გავაძლიეროთ. გისურვებთ წარმატებებს და კარგ შედეგებს თანამდებობაზე!” - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×