რეზონანსი
09.05.2026

2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო. მისი შეფასებით, ორივე დაკავებულმა აღიარა დანაშაული და ბოდიში მოიხადეს, რაც დადებითი მოვლენაა.

„ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არც არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა“, - განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

საპროტესტო აქციებისას გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×