რეზონანსი
09.05.2026

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავშირის დროშის დამწველ „ანტიმამაოს“ რომ არეკლამებს, უცნაური ხომ არ არის. 

მისივე თქმით, მთავარია, რომ „ცრუ მღვდელი“ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ამიტომ „მთავარ არხს“ აღარ აინტერესებს, ცქიფურიშვილი გუშინ რომ ევროკავშირის დროშას წვავდა.

„ეგრეთ წოდებული „პროდასავლური მედია“ - „მთავარი არხი“ რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? - არა, აქ არაფერი უცნაური არ არის. ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს... ჰოდა, მთავარია ამ ტვ კანალიზაციამ ვინმე ისეთი იპოვოს, ვინც მათთვის სასურველ განცხადებას გააკეთებს და შემდეგ, სულ ფეხზე ჰკიდიათ ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×