რეზონანსი
09.05.2026

ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

„მე მგონი, მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა, ბელადო, რომ გამომაფხიზლე! ახლა ირონიის გარეშე: კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია“. როგორც საააკშვილი წერს, „ოპოზიცია გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან“ მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა“ დაყოფილი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×