რეზონანსი
09.05.2026

ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული საზოგადოების გახლეჩის მეთოდი. ამიტომ, სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „9 მაისი ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე“.

„ყველა ხვდება, რომ ეს არის დამუშავებული მეთოდი, რომ თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებებში. 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი? 8 თუ 9 მაისი? 7 თუ 8 აგვისტო? - ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული საზოგადოების გახლეჩის მეთოდი. ამიტომ, სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

9 მაისი არის ჩვენი დღე. ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. საქართველოს, ქართველ ერს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული მოსახლეობაზე გადათვლით და მეტიც, თქვენ თუ აიღებთ ევროკავშირის წევრებს და მათი მხრიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული. 300 ათასი ქართველი დაეცა ამ ომში და ეს არის ჩვენი წვლილი, მათ შორის, თანამედროვე ევროპის განვითარებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღის თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი „რუსულია“, რვა მაისი „ევროპული“; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან „რუსულ“, ან „ევროპულ“ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×