
ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან რომ, სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულების დაცვის გარანტიას. იმედია, ის პრინციპები, რომელსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ კვლავაც დაადგება „ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას“.
„შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა. სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად, მანამდე უამრავი რთული ისტორიული პროცესები გამოიარა ევროპამ და სწორედ 40-იანი წლების ბოლოდან ჰუმანიზმი იქცა მთავარ განმსაზღვრელ პრინციპად. 60 წლის წლის განმავლობაში ეს პრინციპები მყარად ედო საფუძვლად ევროპის განვითარებას. ბოლო დროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას, იდენტობის დაცვის გზა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენგანისთვის. ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან რომ, სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გარანტიას. იმედია, ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ, კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში და კვლავაც გახდება განმსაზღვრელი ევროპული დღის წესრიგის და ევროპის განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.