რეზონანსი
08.05.2026

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს.

ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ადგილზეა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 655 ადგილით. მესამე ადგილს ლეიბორისტები იკავებენ 628 ადგილით, კონსერვატორები კი მეოთხე ადგილზე არიან 549 ადგილით. მეხუთე ადგილზე არიან მწვანეები 311 ადგილით.

შოტლანდიაში პირველ ადგილზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიაა“, მეორე ადგილზე – ლიბერალ-დემოკრატები, მესამე და მეოთხე ადგილზე კი კონსერვატორები და ლეიბორისტები.

პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ მეორე ადგილზეა უელსში, მესამეზე – ლეიბორისტები, მეოთხეზე კი – კონსერვატორები. უელსის საბჭოებში ყველაზე მეტი ადგილი ამ დროისთვის პარტია „პლაიდ კემრის“ აქვს, რომელიც უელსის დამოუკიდებლობის მომხრეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×