რეზონანსი
08.05.2026

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს... მთავარი გზავნილი, რომლის გადაცემაც პრეზიდენტ პუტინისთვის მსურს, არის დიალოგი. ჩვენ უნდა შევხვდეთ და ერთად ვისაუბროთ. მე ნებისმიერი სახის ზავის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ასჯერ სჯობს მაგიდასთან ჯდომა და მოლაპარაკებების წარმოება“ - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.

სლოვაკეთის პრემიერ მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩავიდა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. კრემლის მტკიცებით, ფიცო 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×