
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძმამა, 16 წლის თორნიკემ "ბაიერნის" 17-წლამდე გუნდში სინჯები ლეგენდარული კლაუს აუგენტალერის აკადემიასთან სატესტო მატჩში გაიარა და ეფექტური გოლი გაიტანა.
ჟურნალისტები ფილიპ კესლერი და მანუელ ბენკე წერდნენ, რომ "ბაიერნმა“ 3:1 გაიმარჯვა, თორნიკემ კი, რომლის ხელში ჩაგდება მიუნხენურ კლუბს სურს, თავისი ტექნიკური უნარებით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მან გოლიც გაიტანა.
დღეს კი თორნიკეს შესაძლო დამატებასთან დაკავშირებით კომენტარი "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა გააკეთა და განაცხადა, რომ თორნიკე ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერჯერობით კლუბს გადაწყვეტილება არ მიუღია.
"შემიძლია დავადასტურო, რომ ხვიჩას ძმა აქ იმყოფებოდა - მან ჩვენთან ივარჯიშა და ასევე საცდელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი და სუპერ ტალანტია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში", - განაცხადა ფროინდმა.
SOCCER WORLD NEWS HQ აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, თორნიკეს ვიდრე სრულწლოვანი არ გახდება, ოფიციალურად კონტრაქტს ვერ გაუფორმებენ, თუმცა კლუბი მისი იჯარით Red & Gold-ის პროექტის რომელიმე თავის პარტნიორ გუნდში გაშვების ვარიანტს განიხილავს.