რეზონანსი
08.05.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ დაკავშირებადობისა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის გაძლიერებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის საკითხები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×