
„ეახლონ ელჩს და იქ დაგეგმონ არეულობა" , შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მწვავე წერილით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარე 9 მაისის მნიშვნელობაზე, ოპოზიციის „გარე დაკვეთებსა" და 4 ოქტომბრის მოვლენებში ბრიუსელის როლზე საუბრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართა, პაპუაშვილმა წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღშანიშნავია, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში აქცენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე კეთდება.
„გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის გარდა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რეალურად რა არის ევროპა, როგორ აისახება მისი მნიშვნელობა მოქალაქეთა ცხოვრებაზე და როგორ განაპირობებს ის საქართველოსა და ევროკავშირის მომავალს.
რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა."-დაწერა პაპუაშვილმა.
26 მაისი და 4 ოქტომბერი
პარლამენტის თვმჯდომარემ აქცენტს 26 მაისსა და 4 ოქტომბერზე აკეთებს, განაცხადა თუ ევროპის დღეზე თუ გამოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს გასცემს პასუხს კითხვაზე, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან.
„ჩვენ ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, რომლებიც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ დგას ამ მორიგი არეულობის მცდელობის უკან. ამავე დროს, ერთი რამე ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ამ ადამიანების, დამოკიდებულება, რომლებსაც პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან არიან ჩვეულებრივი გარედან დაკვეთის შემსრულებელი ხალხი, რომლებიც, როდესაც ხალხთან მიდიან, 5 -7 კაცი იკრიბება, მაგრამ ელჩებთან ჯგროდ და კარგად დაკომპლექტებულები მიდიან, ეახლონ ელჩს, ეახლონ სხვადასხვა დედაქალაქს, იქ დაგეგმონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებები მათი დახმარებით.
ჩავარდნილია დღეს რადიკალური ოპოზიცია, აგონიის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ვერ შეასრულეს ვერც ერთი დავალება, რომელსაც გარედან იღებენ ქვეყნის არევის, დამხობის, გადატრიალების, სისხლის ღვრის. 4 ოქტომბერიც ჩაეშალათ, როცა უნდოდათ, რომ საქართველოში „ნეპალი" და სისხლის ღვრა მოეწყოთ და ახლა აქვთ მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის გარედან მათი პატრონებისგან, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი ბევრჯერ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.
- „4 ოქტომბრის ძალადობა სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა"
პარლამენტის თავმჯდომარემ ი 4 ოქტომბერის პროცესებზე პასუხიმგებლობას ბრიუსელს აკისრებს.
„4 ოქტომბერი არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 4 ოქტომბრამდე მიმავალ გზაზე, ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ყველა იმ უცხოელს, ელჩი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი, რომელიც დადიოდა სალომე ზურაბიშვილთან და პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე ფოტოებს იღებდა მასთან. ამით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილს და მის პოლიტიკურ ალიანსში მყოფ ადამიანებს, რომ მათ ცრუ პრეზიდენტობა არ დაეთმოთ.
შემდეგ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ვიხილეთ, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას, ნეპალის სცენარს, რომელიც დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს. ამას ევროკომისიამ დაუჭირდა მხარი. თავად 4 ოქტომბერს ძალადობის მიმდინარეობისას, როდესაც შტურმი მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლეზე და ამას პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები."-განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიციელის დაკავებაზე
- „რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა"
პაპუაშვილი ჟურნალისტი გურამ როგავას საქმეზე დაკავებული პოლიციელის საქმესაც შეეხო..
„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა, რა გარემოება იყო.