რეზონანსი
07.05.2026

არსებობს ცნობები რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები აპირებენ მოსკოვში ჩასვლას. უცნაური სურვილია ასეთ დროს. ჩვენ ამას არ გირჩევთ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები უკვე საუბრობენ დარტყმებზე 9 მაისის შემდეგ, რაც ზელენსკის განცხადებით, უცნაური და დამახინჯებული ლოგიკაა რუსეთის ხელმძღვანელობისგან:

"რუსებს უკრაინისგან აღლუმის ჩატარების ნებართვა სურთ - რათა წელიწადში ერთხელ უსაფრთხოდ გავიდნენ მოედანზე ერთი საათით და შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ ჩვენი ხალხის მკვლელობას და ომს. რუსები უკვე საუბრობენ დარტყმებზე 9 მაისის შემდეგ. უცნაური და რა თქმა უნდა, დამახინჯებული ლოგიკაა რუსეთის ხელმძღვანელობისგან.

ასევე არსებობს ცნობები რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები აპირებენ მოსკოვში ჩასვლას. უცნაური სურვილია ასეთ დროს. ჩვენ ამას არ გირჩევთ,"- აღნიშნავს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×