
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. ამის შესახებ გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ნია იმნაძის შეუძლოდ გახდომა წინასწარ იყო დაგეგმილი. იგი მოითხოვს ნია იმნაძეს ექსპერტიზა ჩაუტარონ.
„ბევრი ვერსია გავშიფრე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო დღეს სასამართლო პროცესზე და ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს მოხდა.
ძალიან მარტივი მისახვედრი იყო ის, რომ ნია იმნაძის ადვოკატის სვლა ასეთი იყო – როდესაც პროკურორი გადავიდოდა შეკითხვებზე, ნია იმნაძე ცუდად გახდებოდა. ეს მარტივი გასაშიფრი იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც მოწმემ ფიცი დადო, პირველ ორ კითხვას პასუხი გასცა, პროკურორს პირველი კითხვა უნდა დაესვა, რასაც ნია იმნაძისგან მოჰყვა: „ვაიმე ცუდად ვარ“.
მისმა ადვოკატმა ექიმი მოითხოვა და ექიმიც შემოვიდა. ფაქტია, წინასწარ იყო ეს ყველაფერი დადგმული. ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს! შეიძლება, დილით, წნევის ასაწევი ან დამწევი დაელია,
რათა ხელოვნურად გამხდარიყო ცუდად. სამარეში ჩავყვები! ნია იმნაძე დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ დაუსხლტება! საქმის გარშემო ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. პირველი იყო იდენტიფიცირება, ამის შემდეგ გახდა ცუდად.
ნასყიდაშვილის ორივე ადვოკატი განსაკუთრებით აქტიურობდა, პროკურორს უთხრეს: „ეს რა გააკეთეთ, იცოდით რა მდგომარეობაში იყო, აქამდე როგორ მოიყვანეთ?“.
შემოვიდა ექიმი, ამ დროს ისმის: „დემეტრე ჩიქოვანს თვალში რაღაც ჩაუვარდა“.
მომიკლეს სპეტაკი შვილი და „ზოგს თვალში რაღაც უვარდება“, ზოგს გული უფრიალებს, მე ამას არავის შევარჩენ. ვერ დამემალებიან, როდესაც ზურგს სახელმწიფო მიმაგრებს, მთელი საქართველო. სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ მას ბრალი არ მიუძღვის რამ გახადა ცუდად?! ბრალდებული მისი ასაკის ანი
ნასყიდაშვილი დღეს იქ გამოპრანჭული, თვალებამოკრასკული ბოლო მოდაზე ჩაცმული იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულია, იქ გულის პრანჭვები არ ჰქონია“, - აღნიშნა ეკა კუპატაძემ.