
ირინა სარიშვილი, რომელიც სასახლის ღობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ ისიც აკეთებდა მოწოდებებს ხალხისადმი რათა აქციაზე მისულიყვნენ, შესაბამისად, ისიც ორგანიზატორი გამოდის.
"მეც ვარ ორგანიზატორი, მომაკითხონ მეც", - თქვა მან განაჩენის გამოჩხადების შემდეგ.
"აქციის ორგანიზება მდგომარეობდა იმაში, რომ ვაკეთებდით მოწოდებას, მოსულიყვნენ აქციაზე. ასჯერ მეტი მოწოდება მაქვს მე თვითონ გაკეთებული. ამიტომ, პროკურატურის, ამ რეჟიმის და ყველას გასაგონად, ვაცხადებ, მეც ვარ ორგანიზატორი, მომაკითხონ მეც", - განაცხადა სარიშვილმა.