რეზონანსი
07.05.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×